მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გაუთვალსიწინებელი გავრცელებისა და ზეგავლენის შედეგად, არაერთი წამყვანი ქვეყნის მთავრობებმა და სხვა სახელმწიფო ორგანოებმა დააწესეს უამრავი შეზღუდვა, რაც, უპირველსად, გამოიხატა გადაადგილების, მოგზაურობის, სასურსათო მარაგისა და მომსახურების მიწოდების სფეროებში.
ეს უკნასკნელი კი, თავის მხრივ, საფუძველი გახდა ბიზნეს-საქმიანობის შენელებისა და შემდგომში გამოიწვია ყურადღების გაზრდა ბიზნესიდან მომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებებსა და ამ ვალდებულებების შესრულების უუნარობაზე. მაგალითად, საქართველოში დღეის მდგომარეობით შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება, მნიშვნელოვნადაა შეფერეხებული ბიზნესის სრულფასოვანი ფუნქციონირება და ამასთან, არაერთ მნიშნელოვან ეკონიმუკურ თუ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში კვლავ ბუნდოვნებაა, რაც, საბოლოო ჯამში, მნიშნელოვნად ართულებს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთერთობებით ნაკისრ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულებას.
შესაბამისად, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობებში დღის წესრიგში დგება ფორს-მაჟორის სამართლებრივი რეჟიმის ამოქმედების საკითხი, რის გამოც, უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს შეკითხვა - თუ რა ძრითიადი სამართლბრივი შედეგები შეიძლება გამოწვიოს კონკრეტულ ურთერთობებში ფორმ-მაჟორულმა გარემოებებმა, ვინაიდან რიგ შემთხვევებში, კონკრეტულ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ შესაძლოა მათ შორის ,,კოვიდ-19“-ით გამოწვეული მდგომარეობა აღიაროს ფორს-მაჟორულ გარემოებად.
განვიხილოთ, თითოეული ძირითადი შესაძლო სამართლებრივი შედეგი:
ა) ფორს-მაჟორულმა გარემოებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს მოვალის გათავისუფლება ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, როდესაც მხარეებს ჯერ კიდევ აქვთ ხელშეკრულების შესრულების ინტერესი - თუ დადგინდება, რომ ხელშემკრვრელ მხარეთათვის არსებობს სახელშეკრულებო ინტერესი, მაგრამ მოვალე დაუძლეველი ძალით გამოწვეულიმდგომარეობის გამო, გარკვეული ვადის განმავლობაში, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი შეიძლება გათავისუფლდეს ამ ვადის მანძილზე ვადის გადაცილებით გათვალსიწინებული ზიანის ანაზღაურებისაგან, როგორიც შეიძლება იყოს პირგასამტეხლო, ან ხელშეკრულებით გათვალსინწებული სხვა სანქციები.
მაგრამ ფორსმაჟორული მდგომარეობის დასრულების მომენტიდან მოვალემ კვლავ უპირობოდ უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მანამდე ნაკისრი ძირითადი, პირველადი ვალდებულება, რაც მხარეთა ინტერესების სამართლიან ბალანსირებას ისახავს მიზნად და ერთგვარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს კრედიტორისათვის მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნული შედეგი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლიდანაც, რომლის თანახმად: „ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.“ თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის, რომ აღნიშნული შედეგი შესაძლოა ვერ გავრცელდეს მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების შემთხვევებზე, რადგანაც ასეთ დროს რთულია იმის დასაბუთება, რომ ფულადი ვალდებულების შესრულება სრულიად შეუძლებელია, ვინაიდან, იურდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, არასოდეს არ შეიძლება გახდეს შეუძლებელი ფულადი ვალდებულება - „მოვალეს ფული უნდა ჰქონდეს.“[1] კერძო ავტონომიის დაუწერელი პრინციპს წარმოადგენს, რომ მოვალე თავის ფინანსურ შესაძლებლობაზე ყოველთვის აგებს პასუხს.[2] აქედან გამომდინარე, ფულადი პასუხისმგებლობა აგრძელებს არსებობას, მოვალის მიერ მისი შესრულების შესაძლებლობისგან ან შეუძლებლობის მიზეზებისგან დამოუკიდებლად.[3]
ბ) შექმნილი მდგომარეობის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება. აღნიშნული შედეგი ძირითადად სახეზეა მაშინ, როდესაც ფორსმაჟორული მდგომარეობა სრულიად არ გამოირცხავს ვალდებულების შესრულებას, მაგრამ მნიშნელოვნად ართულებს მას - ,,შესაძლოა, ფორს-მაჟორის/დაუძლეველი ძალის მოქმედება სრულად არ გამორიცხავდეს ვალდებულების შესრულებას, თუმცა, იმდენად ართულებდეს მას, რომ ვალდებულების შესრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.“
შესაბამისად, მოცემული შემთხვევის გათვალსიწნებით ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სსკ-ს 398-ე მუხლით გათვალსიწნებულ სამართლებრივ ინსტიტუტს და მოახდინონ ხეშლეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება. თუმცა, მნიშნველოვანია აქვე აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებისათვის, მხარემ უნდა დაასაბუთოს შემდეგი წინაპირობების არსებობა:
• გათვალისწინებული გარემოებები შეცვლილი უნდა იყოს ხელშეკრულების დადების შემდგომ.
• ასეთი გარემოებები უნდა იწვევდეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის უკიდურესი დამძიმებას.
• ხელშეკრულებით არ უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოებების შეცვლის რისკის დაზარალებული მხარისათვის დაკისრება. საპირსიპირო შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობის მოქმდების საფუძველზე სსკ-ს 398-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია იქნება.
• დამდგარ გარემობათა გამო ხელშეკრულებათა პირობების შეცვლის გონივრულად გათვალსიწინება ხელშეკრულების დადების მომენტში არ უნდა იყოს შესაძლებელი, ანუ შეცვლილი გარემოებები არ უნდა შედიოდეს დაზარალებული მხარის კონტროლის სფეროში.
• აუცილებელია, რომ სახეზე გვქონდეს მიზეზობრივი კავშირი. კონკრეტული გარემოება, კონკრეტულ სამართლებრივ ურითერთობაში შეუძლებელს უნდა ხდიდეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.
გ) შექმნილი მდგომარეობის საფუძველზე შეიძლება დადგეს ხელშეკრულების შეწყვეტის ან ხელშეკრულებიდან გასვლის საკითხი. ეს უკანასკნელი შედეგი, ძირითადად, სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს სახელშეკრულებო ინტერესი და შექმნილმა მდგომარეობამ მხარეთათვის შემდგომში ვალდებულების შესასრულებლად აზრი დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობებში დაუძლეველი ძალის გათვალისწინებით ხელშეკრულებაზე უარის თქმა შესაძლებელია სსკ-ის 399-ე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლის ვადის დაცვა არ არის აუცილებელი.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ იმ ძირითად სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, რომელთა დადგომის შესაძლებლობაც ზემოთ უკვე განვიხილეთ, სასურველია, განხორციელდეს ყველა საჭირო ღონისძიება შესაძლებლობების ფარგებლში, რათა არ მოხდეს ხელშეკრულებიდან გასვლა ან მისი შეწყვეტა, რაც თავისმხრივ, გამომდინარეობას კერძოსამართლის ისეთი ფუნდამენტური პრინციპიდან, როგორიცაა ხელშკრულებისადმი ერთგულების პრინციპი.
ზემოგანხილულ სამართლებრივ შედეგებზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ აუცილებელია ხელშემკვრელი მხარე კონკრეტულ სამართლებრივ ურითერთობებში ფორსმაჟრული გარემოების არსებობის შესახებ ფიქრობდეს არა სუბიექტური, არამედ მხოლოდ ობიექტური თვალსაწიერიდან გამომდინარე - აუცილებელია დგინდებოდეს მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვალდებულების შეუსრულებლობასა და მის დამაბრკოლებლ გარემოებებს შორის, რაც თავიხმსრივ საინტერესო, ცალკე მსჯელობის საკითხს წარმოადგენს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივდივართ დასკვნამდე, რომ სამართლებრივ ურითერთობებში დაუძლეველი ძალის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სამი ძირითადი სამართლერივი შედეგი: ხელშეკრულების დროებითი შეჩერება, მისი შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება ან შეწყვეტა.
ავტორი: საბა პეტრიაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი
____________________________________________________________________________________________
გამოყენებული ლიტერატურა
1) K. Larenz, Lehrbuch des Schuldrechts, Bd. I, Allg. Teil, 14. Aufl., München 1987, § 12 III 168;
2) H. Honsell, Vier Rechtsfragen des Geldes, Festschrift für Claus-Wilhelm Canaris zum 70. Geburtstag (2007), Bd. l, 464
3) D. Medicus, „Geld muß man haben“: Unvermögen und Schuldnerverzug bei Geldmangel, AcP 188 (1988), 492
4) თ. ჯღარკავა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოკლე მიმოხილვა. 2020.
5) სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019.
Comments