top of page
ანა ანდღულაძე

თავისუფლება,თანასწორობა,ძმობა


ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ღირებულებათა გადაფასებამ 21-ე საუკუნეში სახელმწიფოთა უმრავლესობის იდეური განვითარება დააფუძნა კონცეფციაზე, რომელსაც ჩვენ თავისუფლებას ვუწოდებთ.

მისმა აღიარებამ კი თავისმხრივ უმნიშნვნელოვანესი გახადა ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში შემდეგნაირად გამოიხატა: "ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.”


ჰარიეტ ბიჩერ სტოუ აღმოჩნდა ერთ-ერთი უპირველესი, რომლის «სიტყვამაც» ადამიანებს მოაპოვებინა თავისუფლება, »ბიძია თომა» არის მილიონობით ადამიანი, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა არის ტყვეობა. აღნიშნული მილიონიბით ადამიანის ისტორიამ მეტად ღირებული გახადა თავისუფლება, რომლის მოპოვეპაც შეძლეს, მაგრამ ვერ მოიპოვეს თანასწორობა.

თანასწორობა ვერ მოიპოვეს ქალებმაც, რომლებსაც დღესაც, 21-ე საუკუნეშიც სახელმწიფოსა და კანონმდებლობის მხარდაჭერა სჭირდებათ თავიანთი უფლებების სრულყოფილად და თავისუფლად განხორციელებისათვის. თანასწორობა ვერ მოიპოვეს განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების თუ მრწამსის მქონე ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ამბობენ უარს თავიანთ ღირებულებებზე და მთელ ენერგიას ხარჯავენ იმის მტკიცებაში, რომ მათაც გააჩნიათ უნარი სწორი აზროვნებისა, მოქმედებისა, რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისა...


კონსტიტუციების ანალიზის შედეგად ნათელი აღსაქმელია, რომ ნორმათა უმეტესობა თანასწორობის პრინციპზე დგას, რომელთა მოქმედება უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული სახელმწიფოების სწორი განვითარებისთვის .ამიტომაც, თანასწორობის იდეა არის ხერხემალი იმისა თუ რა მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები.

საქართველოში სწორედ აღნიშნული პრინციპის უგულეველყოფამ ადამიანთა მხრიდან, გამოიწვია ის,რომ მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსში დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მკვლელობა რასობრივი, რელიგიური,ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო, ან მკვლელობა გენდერის ნიშნით.


ყოველივე ეს განპირობებულია იმით,რომ სწორედ ამ დროს ავლენენ ადამიანები თავიანთ შეუწყნარებლობასა და განსაკუთრებულ დაუნდობლობას. კანონში აღნიშნულის აღბეჭვდა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ადამიანის ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობა არ უნდა გახდეს საბაბი მისი დევნისა, განსაკუთრებით კი მკვლელობისა.

იაკობ გოგებაშვილმა სწორად აღნიშნა:"თანასწორუფლებიანობის პრინციპი, პირიქით, განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთ ნდობას და სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისათვის ერთსულოვან ბრძოლას".. ჩემი აზრით, აქ მნიშნვნელოვან კონპონენტს წარმოადგენს ურთიერთსიყვარული,ზოგჯერ გვავიწყდება,რომ კანონში არსებული ნორმები მხოლოდ დაწერილ ფრაზებს არ წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკაში გამოყენება, ამიტომაც აუცილებელია მათი «ყოფიერ პრინციპებთან» თანხვედრა, ყოფიერ ცხოვრებაში კი დიდი ადგილი უკავია სიყვარულს.


ვფიქრობ, შესაძლოა კონსტიტუციის კონკრეტული, განსაკუთრებული მნიშვნელობის ნორმების საფუძველიც იყოს ის, მაგ: თუ შენ «შეიყვარებ» სხვა რასის, კანის ფერის, წარმომავლობისა თუ რელიგიის მქონე ადამიანს, ან სიძულილითა და ზიზღით არ აღივსები სხვა ორიენტაციის მქონე პიროვნებისადმი, ეს თავისთავად ნიშნავს,რომ აღიარებ თანასწორობის პრინციპს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაც იმავეს ქადაგებს, »ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.»

ძმობის სულისკვეთებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში შეიძინა,როცა დემონსტანტები შეუჩერებლად გაიძახოდნენ: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“, გასაკვირი არ იქნება, როცა ვიტყვი, რომ სამართლის მაძიებელი ადამიანების მთავარი მოთხოვნები შემდგომ ჩამოყალიბდა არაერთი სამართლებრივი აქტის მთავარ პრინციპებად და საფუძვლად.


მე, რომ ვაჟა-ფშაველა ვიყო, ჩემი სათქმელის გადმოცემას სამი სიტყვით შევძლებდი: "გიყვარდეთ კაცნო,ერთმანეთი!".

მაგრამ,ცხადია უფრო მეტი უნდა ვთქვა იმისთვის,რომ ზუსტად თუ არა მეტ-ნაკლებად მაინც ნათელი გავხადო ჩემი პოზიცია. ვფიქრობ,თანასწორობის პრინციპი იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის პრინციპია, რომლის აღიარება საზოგადოების მხრდან, თავის მხრივ, შეამცირებს დანაშაულთა ჩადენის სტატისტიკას, მეორე მხრივ ის არის გარანტი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისა და რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი მოქალაქის სრულყოფილი განვითარების ხელშეწყობისა.


ავტორი: ანა ანდღულაძე




__________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

Recent Posts

See All

Comments


bottom of page