top of page

სამართლის ნორმათა განმარტების/ინტერპრეტაციის მნიშვნელობა

  • მარიამ ლაბაძე
  • Jul 29, 2021
  • 3 min read


რა არის სამართალი?

არსებული ჭეშმარიტებაა ის, რომ სამართალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სწორედ მისი არსებობის დამსახურება ასახელმწიფოების სწორი და გამართული ფუნქციონირება და რაც მთავარია, ჩვენი ანუ ხალხის უსაფრთხო, თანასწორი და თავისუფალი თანაცხოვრება ქვეყნის შიგნით.

ინდივიდისთვის სამართალი უზრუნველყოფს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ინდივიდუალობას, რაც განსაზღვრულია ამ წესების საზღვრებით. ადამიანის ურთიერთობების ნორმატიული ფორმით სამართალი მოიცავს ღირებულებებს, სიკეთეს, სამართლიანობას. სწორედ ისინი ხდებიან ადამიანის ქცევის ელემენტები. ამაში გამოიხატება სამართლის უნივერსალური მიზანი.ერთი სიტყვით,სამართალი ეს არის სამართლიანობაზე დაფუძნებული გარეგანი ვალდებულება,სამართლის ნორმათა ერთობლიობა.

სამართლის დეფინიციიდან გამომდინარე,შეგვიძლია ვთქვათ,რომ სამართალი ვერ შეასრულებს საკუთარ ფუნქციას,თუკი მისი შემადგენელი ნორმები იქნება ბუნდოვანი ადრესატებისათვის,ასე ხომ სამართალი იქნება არა დაცვის გარანტია,არამეედ ანარქიისა და ,,ქაოტური წესრიგის“ დასაბამი.სწორედ აქ ჩნდება ნორმის განმარტების აუცილებლობა,რომელიც სათავეს იღებს ადრეული პერიოდიდან,როდესაც მაქსიმალურად განვითარდა ადამიანი და მისი აზრობრივი აპარატი მიხვდა სამართლის ნორმათა ამ ნაკლის ნეგატიურ თვისებებს.

რეალურია ის ფაქტი,რომ ათასეულობით არსებულ ნორმებს შორის ვერ იქნება ყველა კანონის ხარისხის შესაბამისი,განჭვრეტადი და მაქსიმალურად მკაფიო.კაცობრიობის ისტორიაში ბევრია ბუნდოვანი ნორმატიული აქტი,რომელიც მოითხოვს სამართლებრივ განმარტებას.მრავალსაუკუნოვანი მცდელობები ყოფილა იმასთან დაკავშირებით,რომ ყველა კანონი ყველასათვის გასაგები ენით დაწერილიყო,თუმცა თანამედროვე ცხოვრებისეული ურთერთობები საკმაოდ რთულია,ამიტომ მათი მოწესრიგება რამდენიმე მარტივი წინადადებით შეუძლებელია.ზოგჯერ თავად იურისტებისათვისაც რთულია ამა თუ იმ კანონის ინტერპრეტაცია.ამის მიზეზი შესაძლოა იყოს კანონის ხადაზუმლობა-როგორ უნდა გაიგოს ხშირად თანამედროვე იურისტმა რამდენიმე წლის წინ კანონმდებლის მიერ წარმოთქმული ფრაზა?სწორედ ამის გამო წარმოიშვა კანონების განმარტებებისა და ინტერპრეტაციის აუცილებლობა.

მართლწესრიგი არ არის იდეალურად სრულყოფილი, კანონი კი ვერ გაითვალისწინებს ნებისმიერი ურთიერთობის გადაწყვეტის შესაძლო მოდელს, რადგანაც კანონის ტექსტი მეტისმეტად აბსტრაქტულია და მისი ზოგადი დებულებები საჭიროებს განმარტებას.

რას გულისხმობ ნორმათა განმარტება?

ნორმათა განმარტება,ინტერპრეტაცია-ესაა პროცესი ნორმის ძირითადი შინაარსის დადგენისა.განმარტების ძირითადი მიზანია იმ ცნებათა და წარმოდგენათა ნათელყოფა,რომლებსაც უკავშირებდა ამა თუ იმ ნორმას მისი ავტორი,სწორედ ესააა მთავარი არსი ინტერპრეტაციისა,გავიგოთ თუ რა სურდა კონკრეტულ კანონმდებელს ამ ნორმით გადმოეცა,მაგრამ აქვე ჩნდება მეორე მხარე-მნიშვნელოვანია გავიგოთ არა ,,კანონმდებლის ნება“,არამედ ,,კანონის ნება“,მართალია რომ კანონს არ აქვს ფსიქოლოგიური ნება,ის უფრო მეტაფორაა,მაგრამ მას გააჩნია თეოლოგიურად მისწრაფება გარკვეული მიზნისკენ და კონკრეტული ურთიერთობის კონკრეტული მოგვარებისაკენ.ამიტომ,მე პირადად,ვფიქრობ,რომ ნორმის ინტერპრეტაციისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას თუ რა შინაარსის მატარებელია ნორმა,რა ნებას ისახავს იგი და რა შედეგების მომტანია.ასევე მიმაჩნია,რომ კანონის გამოყენება ხშირად ისახავს სულ სხვა მიზანს,ვიდრე იმას რაც სურდა კანონმდებელს,სწორედ აღნიშნავს ჰაინერ მიულერი ,რომ ,,ტექსტი მის ავტორზე ჭკვიანია“,ამიტომ უპირატესობას ვანიჭებ იმ მოსაზრებას,რომ კანონი განიმარტოს არა კანონმდებლის ნების (სუბიექტური თეორია),არამედ ,,კანონის ნების“ (ობიექტური თეორია) მიხედვით.ამასთან ყველაზე მისაღები მიმაჩნია ,,გაერთიანებული თეორია“,რომელიც კანონის განმარტებისას ითვალისწინებს როგორც ,,კანონის ნებას“,ისე-კანონმდებლისას.

ვფიქრობ,რომ კანონთა განმარტება გარკვეულწილად ნიშნავს სამართლის განვითარებასაც.ინტერპრეტაციის გარეშე ნორმა ვერ გახდება სოციალური სინამდვილის ნაწილი,ამასთან მისმა ბუნდოვანებამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს სუბიექტი და ამან უარყოფითად იმოქმედოს მასზე.ნორმის განმარტების აცულებლობისათვის მოვიყვანოთ ერთი მაგალითი კონსტიტუციისმე-9 მუხლი, რომელიც ადამიანის ღირესებას ეხება: „ადამიანისღირსება ხელშეუვალია და მას იცავსსახელმწიფო“, საკმაოდ ზოგადიჩანაწერია, ერთადერთი, რაცმასზე შეიძლება, ერთიშეხედვით, ითქვას, არისის, რომღირსება აბსოლუტური უფლებაა, მაგრამაუცილებელია მოსამართლემ გაშალოს, დააკონკრეტოსდა განახორციელოს მისი ინტერპრეტაცია, ისე, რომ კონკრეტულ შემთხვევასმოარგოს. აქვე მეტადმკაფიო გახადოს დაინტერესებული პირისათვის თუ რა მოიაზრებაღირსების შელახვად,რატომააიგი აბსოლუტური უფლება და განსაზღვროს თუროგორ იცავს მას სახელწიფო.

კანონის განმარტების ნეგატიური მხარე

ისევე როგორც მედალს,ჩვენმიერ განსახილველ საკითხსაც აქვს ორი მხარე.შესაძლობა კანონის განმარტების დროს წავაწყდეთ ობიექტურობისპრობლემას.რა შეიძლებამოჰყვეს ნორმის ინტერპრეტაციის არასწორ პრაქტიკას?ისეროგორც მშვიდობიანობის მოტანა,სამართალსასევე შეუძლია ადამიანის ,,განადგურება“.ვფიქრობ,რომკანონის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს მხოლოდგარკვეული პრინციპების დაცვით,უნდაშეიქმნას სასურველი სოციალური გარემო.სამართალიგამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდდაპირისპირების ჩაშახშობად და არა მისწამქეზებელ მექანიზმად.სწორედსოციალურ მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს ინტერპრეტაციაცდა ჩადგეს საზოგადოების ინტერსში.ნორმისგანმარტება უნდა მოხდეს ისე,რომ ეს აწყობდესარა გაბატონეულ კლასს,არამედხალხს.იმ შემთხვევაშითუ სამოსამართლო საქმიანობა,როგორცნორმის განმარტებითი საქმიანობა,იქნებაწახალისებული პოლიტიკური საკითხებითა და მისწრაფებებით მივიღებთსრულ ანარქიას და შესაბამისად კანონისგანმარტებაც მოხდება მანკიერად,სუბიექტურად,რაც გაამრუდებს ადამიანისბედს და დაუკარგავს მასსოციალიზაციისს საშუალებას,გაუფასურდებასამართლებრივი უსაფრთხოება.კანონისგანმარტების თვალსაზრისით მოსამართლე არის სამართალშემოქმედიც,რომელიცუნდა ეცადოს,რომისე მოახდინოს ინტერპრეტაცია,რომ არდაშორდეს სამართლიანობას,არ გამოიყენოსსაკუთარი უფლებები ძალადობის მექანიზმად და მაქსიმალურად დაშორდესპოლიტიკურ ზეწოლას,წინააღმდეგშეემთხვევაში საქმე გვექნება ინსტუმენტალიზაციასთან-პოლიტიკური კონტროლის მექანიზმთან,სადაცსამართალი სწორედ ძალაუფლებაზე დაყრდნობით იმართება.

განმარტების სახეები

გრამატიკული-როგორც სახელწოდება მიგვითითებს ამ დროს ნორმისშინაარსის განმარტყება ხორციელდება სიტყვის მნიშვნელობისა და გრამატიკული წესებისმიხედვით.აქვე მოიაზრებასასვენი ნიშნებიც,რომელთაგანლაგებამ შესაძლოა სრულებით შეცვალოს ნორმის შინაარსი.იგიითვალისწინებ სიტყვებს შორის ლოგიკურ ბმას და ვინაიდანსხვდასხვა სიტყვას შესაძლოა მრავალი მნიშვნელობა ჰქონდეს,ამსახის განმარტებით დგინდება მთელი წინადადების მნიშვნელობა.

ისტორიული- ითვალისწინებს სამართლის ნორმის ისტორიულ განვითარებას,კანონმდებლისისტორიულ მიზანს.ამდროს გათვალისწინებულია კანონის მიღების დროინდელი ისტორიული ვითარება,ისტორიულიკომფლიქტები და დავები.ისტორიულიგანმარტების მიზანია სწორედ გაარკვიოს თუ რა მდგომარეობისდროს მოხდა ამა თუ იმნორმატიული აქტის მიღება,აუცილებლადუნდა შეგროვდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი მდგომარეობა.

ტელეოლოგიური- გულისხმობს კანონის ობიექტური მიზნის დდგენას.სამართლისშესწავლისათვის ნორმის მიზანს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება,არარსებობს ნორმა გარკვეული მიზნის გარეშე,სწორედამ მიზნის შესწავლას ემსახურება ტელეოლოგიური განმარტება.

ლოგიკური-განსაზვღავს კანონის აზრს,სხვადასხვანორმების ურთიერთკავშირით გამოიტანოს ლოგიკური დასკვნა და დაადგინოს ცალკეულინორმის აზრი და მიზანი.ასეთ ნორმის განმარტებასკი უზრუნველყოფს სისტემური განმარტება,მისთანახმად ნორმის წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ნორმებთან კავშირშიდა არა იზოლირებულად.

ვფიქრობ, დღევანდელობაში მოსამართლეკანონის შეფარდებისას პირველ რიგში უნდა ფიქრობდეს ამკანონის ნამდვილ მიზანსა და მის ,,სამართლიანობაზე“. ამ უკანასკნელში კიარ იგულისხმება ბუნებითი სამართალი, არამედკონსტიტუციური სამართლიანობა, მისი პრინციპები, სადაც თავისთავადაა გამოხატული ხალხის ბუნებითი სამართალი. შესაბამისად, მოსამართლე, სანამკანონს გამოიყენებს, უნდადაფიქრდეს რამდენად შეესაბამება ესა თუ ისნორმა კონსტიტუციურ ღირებულებებს და მხოლოდ ამისშემდეგ უნდა გადაწყვიტოს ანგამოიყენოს კონკრეტული ნორმა ან თუ კიარასამართლიანად მიაჩნია, თუნორმა ამის საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ტელეოლოგიური განმარტების მეთოდი ან პირდაპირ მიმართოსსაკონსტიტუციო სასამართლოს.


ავტორი- მარიამ ლაბაძე

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტი.



გამოყენებული ლიტერატურა

1)ხუბუა გ,სამართლისთეორია,თბილისი, 2004წელი. (პირველი გამოცემა)

2)ხუბუა გ,სამართლისთეორია,თბილისი,2015 წელი.(მეორე ,შევსებულიგამოცემა).

3)ვაჩეიშვილი ა,სამართლისზოგადი თეორია,თბილისი 2010წელი.

4)ოლაფ მუთჰორსტი,სამართლმცოდნეობისსაფუძვლები.დავით მაისურაძე(მთარგმნელი).თბილისი,2019 წელი.

ნორმატიულიმასალა

1)საქართველოს კონსტიტუცია

Comments


ყველა უფლება დაცულია © ბექა მოსაშვილი 2019 

bottom of page